სასწავლო პროცესი



სასწავლო პროცესი აგებულია უკლებლივ ყველა მოსწავლეზე მოსწავლეთა ფიზიკურ და გონებრივ, ასევე ასაკთან დაკავშირებულ ინტერესებზე. 
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებს და საგნობრივ ჯგუფებს: ქართულ ენასა და ლიტერატურეს, უცხო ენას, მათემატიკას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებს, ფიზიკურ და ესთეტიურ აღზრდას, ზოგად უნარ-რჩვევებს. შასწავლო პროცესში ვიყენებთ არა მხოლოდ იმ სახელმძღვანელოებს, რომლებიც რეკომენდირებულია ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ, არამედ სხვა ლიტერატურასაც, რომელიც გვეხმარება ეროვნულ სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევაში. 
ყოველი ტრიმესტრის ბოლოს ტარდება ტესტირებული გამოცდები. ყოველდღიურად მოსწავლეთა დასწრებისა და აკადემიური მოსწრების შეფასება-აღრიცხვა, რომლის საფუძველზე თვის ბოლოს ქვეყნდება მოსწავლეთა რეიტინგები, რაც წამახალისებლად მოქმედებს სასწავლო პროცესზე.


მსგავსი სიახლეები
სოციალური მედია