სწავლის გადადების შესახებ

პატივცემულო მშობლებო,მოსწავლეებო და პედაგოგებო

როგორც მოგეხსენებათ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა.

სკოლაში ჯერ-ჯერობით არ მოსულა შესაბამისი ბრძანება და გეგმა, თუ როგორ მოხდა განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპეციალისტების მიერ სასწავლო პროცესის მოდიფიცირება. არსებობს მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული რეკომენდაციები. რეკომენდაციების სრული პაკეტი, როგორც განათლების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამიხსნა, 16 მარტამდე უნდა გადმოგვეცეს კერძო და საჯარო სასწავლო დაწესებულებებს.

16 მარტს სკოლაში შეიკრიბება პედაგოგიური საბჭო, შეიქმნება საკოორდინაციო ჯგუფი და შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც მოგეწოდებათ ინფორმაციის სახით.

პატივცემულო მშობლებო, პანიკისა და ღელვის საფუძველი სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ნამდვილად არ გაქვთ. 6-დან 15 მარტის ჩათვლით სკოლებში ისედაც გამოცხადებული იყო საგაზაფხულო არდადეგები. დღეის მდგომარეობით გაცდენილია 4 სასწავლო დღე, რომელიც სასწავლო წლის ბოლომდე სრულად ანაზღაურდება.

რაც შეეხება სადეზინფექციო სამუშაოებს, დღეის მდგომარეობით უკვე 2-ჯერ არის ჩატარებული შენობაში ლუგარის ლაბორატორიაში გატესტილი სადეზინფექციო ხსნარით. სასწავლო პროცესის დაწყებამდე კიდევ რამდენჯერმე მოხდება შენობისა და ინვენტარის დეზინფექცია.


მსგავსი სიახლეები
სოციალური მედია