მოსწავლის ქცევის კოდექსი



მოსწავლის ქცევის წესები
მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება
1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში, არ აყენებს მათ შეურაცხყოფას;
2. ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირის კანონიერ მითითებებს.

სხვა მოსწავლეებთან დამოკიდებულება
1. თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისაგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადბებისაგან და არ აყენებს მათ შეურაცხყოფას.

მოსწავლის ჩაცმულობა
1. მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესა¬ფე¬რი¬სი სამოსითა და აქსესუარებით.
6.4. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს
მოსწავლე ვალდებულია:
1. დროულად გამოცხადდეს გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე;
2. გაკვეთილზე ყოფნისას, ჰქონდეს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები;
3. გამოხატოს აზრები და შეხედულებები სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე;
4. არ გამოიყენოს მობილური ტელეფონი ან სხვა ტექნიკური საშუალებები სასწავლო პროცესის დროს არასასწავლო მიზნით;
5. ხელი არ შეუშალოს მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
6. პატივი სცეს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილი პროდუქტი არ გაასაღოს თავისად;
7. არ ეწეოდეს რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას;
8. არ დატოვოს გაკვეთილი მასწავლებლის ნებართვის გარეშე;
9. გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს საკუთარი, სხვა პირთა და სკოლის ქონება;
10. დაიცვას პრადი ჰიგიენის ნორმები, აგრეთვე სისუფთავე სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სკოლაში აკრძალული ნივთები
სკოლაში აკრძალულია შემდეგი ნივთების შემოტანა:

ა) თამბაქოს ნაწარმი;
ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;
გ) სანთებელა ან ასანთი;
დ) ალკოჰოლური საშუალებები;
ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
ზ) აზარტული თამაშის საშუალებები;
თ) უხამსობის ამსახველი ნივთები;
ი) ნარკოტიკული საშუალებები;
კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;
ლ) ფსიქოტროპული საშუალებები ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

მოსწავლის უფლება-მოვალეობანი:
ა. მოსწავლე მოდის სკოლაში დაუგვიანებლად და ესწრება ყველა გაკვეთილს;
ბ. მოსწავლეს ეკრძალება გაკვეთილების თვითნებური დატოვება. საპატიო მიზეზით სკოლიდან წასვლის ნებას იძლევა დირექცია;
გ. გაკვეთილზე მობილური ტელეფონით სარგებლობა დაუშვებელია. მოსწავლემ, გაკვეთილის დაწყების წინ უნდა გამორთოს მობილური ტელეფონი და აპარატით ისარგებლოს მხოლოდ შესვენებაზე.
 დ. მოსწავლეს გაცდენა საპატიოდ ჩაეთვლება თუ 1 სასწავლო წლის განმავლობაში არ აღემატება 30 დღეს.
 კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ე. საშუალო და საბაზო, ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის მოსწავლის მიერ არასაპატიო მიზეზით კონკრეტული საგნისათვის ერთი სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/5-ის გაცდენის, ან საპატიო მიზეზით ერთი სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/2-ის გაცდენის შემთხვევაში მოსწავლე ამ საგანში არ იღებს საგნის წლიურ ნიშანს და აღნიშნულ საგანში შეფასებას იღებს ექსტერნატის გამოცდის იმ საგანში მომსახურების ხელახლა გაწევის საფუძველზე;
ვ. წლიური ბარიერის გადაულახაობის შემთხვევაში, მასწავლებლის მიერ მოსწავლეს ეძლევა საზაფხულო დავალება ე.წ. ‘საშემოდგომო”, რომელიც მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ბარდება სასკოლო საგამოცდო კომისიასთან.
ზ. ეკრძალება ნებისმიერი სახის სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა, რომელსაც თან ახლავს პიროვნების მორალური და ფიზიკური ხელყოფა.
თ. ვალდებულია დაიცვას სისუფთავე როგორც თავის საკლასო ოთახში, ისე სკოლის მთელ ტერიტორიაზე და მის გარეთ;
ი. დაუშვებელია სხვისი ქონების ხელყოფა. აკრძალულია ნებისმიერ ოთახში შესვლა და მფლობელის ნებართვის გარეშე რაიმე ნივთის აღება;
კ. ვალდებულია არ დაუშვას სასკოლო ინვენტარის განზრახ დაზიანება. ამ შემთხვევაში მოსწავლეს რომლის მიზეზითაც მოხდა ნივთის დაზიანება, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა;
ლ. სკოლაში სავალდებულო ფორმის არარსებობის შემთხვევაში, ვალდებულია სასწავლო დაწესებულებაში გამოცხადდეს შესაფერისი ჩაცმულობით;
მ. სარგებლობს ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებით
ნ. აქვს პირადი ცხოვრების (პირადი ნივთების, ჯამნრთელობის, ფოსტის) ხელშეუხებლობის უფლება სკოლაში დადგენილი დისციპლინის ფარგლებში.
ო. აქვს უფლება, სრულად იყოს ინფორმირებული საკუთარი აკადემიური მოსწრების შესახებ.

პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის
ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულების დარღვევა განიხილება სამ კატეგორიად:
 მსუბუქი დარღვევა – რომლის შემთხვევაშიც მოსწავლემ შეიძლება მიიღოს სიტყვიერი გაფრთხილება;
 ნაკლებად მძიმე დარღვევა – ამ კატეგორიისათვის გამოყენებული იქნება საყვედური;
 მძიმე დარღვევა – ამ კატეგორიაში ჩაითვლება ისეთი მძიმე კატეგორიის მართლსაწინააღმდეგო ქცევა, როგორიცაა: ძალადობა, ალკოჰოლის, თამბაქოს, იარაღის, გასართობი საშუალებების გამოყენება; სხვისი ნივთის დაუკითხავად აღება. Aამ კატეგორიის გადაცდომებიისთვის დისციპლინური კომიტეტეტი აწესებს შემდეგ სანქციებს:
 მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.
დარღვევის გამოვლენის შემდეგ, ჩატარებული მოკვლევის დროს დისციპლინური კომიტეტი მიმართავს დისციპლინური დევნის ისეთ მეთოდებს, რომელიც დაფუძნებულია მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემაზე.
მძიმე დარღვევის გამოვლენისას, დისციპლინური კომიტეტი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს ან პირს ჩხრეკის ჩასატარებლად. მძიმე დარღვევის გამოვლენისას, დისციპლინური კომიტეტი აგრძელებს მოსწავლის დისციპლინურ დევნას იმ ქმედებისათვისაც, რომელიც მან ჩაიდინა სკოლის დროისაგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, თუ სკოლას ექნება დასაბუთებული ინტერესი;
დისციპლინარული კომიტეტი დამრღვევს აძლევს შემდეგ უფლებებს:
ა. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას დისციპლინარული კომიტეტის სხდომაზე ან პედსაბჭოზე წარდგეს მშობელთან ერთად;
ბ. დისციპლინური დევნისას მოსწავლეს აქვს დუმილის უფლება, თუმცა, ეს არ ათავისუფლებს მას დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.
მშობლისათვის მოსწავლის მიერ დისციპლინის დარღვევის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდების მიზნით დისციპლინური კომიტეტი აძლევს მათ სერიოზულ და კატეგორიულ გაფრთხილებას. სამი ამგვარი წერილობითი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დისციპლინარული კომიტეტი განიხილავს მოსწავლის სკოლიდან დათხოვნის შესაძლებლობას.
სკოლაში აღრიცხულ დისციპლინარულ დარღვევებს დისციპლინარული კომიტეტი განიხილავს დარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში შეკრებაზე. მიმდინარე პერიოდის განმავლობაში განხილვა მოხდება დარღვევების დამაფიქსირებელი ოქმების საფუძველზე.
დისციპლინარული კომიტეტი განსაკუთრებულ, გამონაკლის შემთხვევაში უფლებას იტოვებს აღნიშნულ დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს დაუყოვნებლივ, დისციპლინარული კომიტეტის წევრი პედგოგებისა და სკოლის დირექციის ერთობლივი გადაწყვეტილებით, არსებული კანონმდებლობისა და სკოლის შინაგანაწესის ფარგლებში.
ყველა საბოლოო გადაწყვეტილებას სამივე კატეგორიის დარღვევასთან დაკავშირებით, დისციპლინარული კომიტეტი იღებს ფარული კენჭისყრით.


მსგავსი სიახლეები
სოციალური მედია