ჩვენს შესახებ


დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, წერეთლის 112-ში ფუნქციონირებს კერძო მრავალპროფილიანი სკოლა გერგეტი. ის შეიქმნა 2007 წელს. სკოლის სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობს ბიოლოგიურ-მეცნიერებათა კანდიდატი ქალბატონი ლინა ხარაზიშვილი. პედკოლექტივი დაკომპლექტდა მაღალკვალიფიკაციური, დიდი გამოცდილების მქონე პერსონალით. სკოლაში უფასო სამედიცინო მომსახურებაა. საჭიროების შემთხვევაში მოსწვლეები სარგებლობენ უფასო მედიკამენტებით. სასწავლო პროცესი აპოლიტიზირებულია. მაქსიმალურად დაცულია მოსწავლეთა უსაფრთხოება. სკოლა თანამშრობლობს როგორც კერძო დაცვის სამსახურთან, ასევე ადგილობრივ საპატრულო პოლიციასთან. 

სკოლაში დანერგილია შეფასების ათქულიანი სისტემა, რომელიც მოსწავლის მრავალი პარამეტრით შეფასების სასუალებას იძლევა. მოსწავლეები პირველივე კლასიდან სწავლობენ უცხო ენასა და კომპიუტერს. სწავლება ერთცვლიანია. დაწყებით კლასებში ყველანაირი პირობაა შექმნილი ბავშვის შინაგანი ძალებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად.