პედაგოგიური საბჭოს სხდომა

დღეს 16 მარტს სკოლა "გერგეტში" ჩატარდა პედაგოგიური საბჭოს სხდომა სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით.
დირექტორმა მოსთხოვა პედაგოგებს, რომ უზრუნველყონ შესაძლებლობის ფარგლებში დისტანციური არხების გამოყენება მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდების მიზნით. უზრუნველყონ მშობლებთან საკომუნიკაციო არხების გამართვა მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსების მიწოდებისა და არდადეგების პერიოდში მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით.
რეკომენდირებულია: მასწავლებლებმა, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე მოსწავლეთათვის მოამზადონ და მიაწოდონ შესაბამისი მასალები როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების განსავითარებლად. მაგალითად: საკითხავი ლიტერატურა, შემეცნებითი აქტივობები, კვლევითი პროექტები, ონლაინ პლატფორმები/ელ. მასალები, თემატური დავალებები და სხვა.


მსგავსი სიახლეები
სოციალური მედია